უიმბლდონის ფინალში გაიმართა საინტერესო მატჩი კარლოს ალკარასსა და იანიკ სინერს შორის. გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული და ლამაზი შეხვედრა იხილა.
პირველივე სეტში სინერმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა ალკარასი თამაშში დაბრუნდა და სეტი მოიგო, თუმცა ამის შემდეგ, სინერმა მეტოქეს გასაღები უპოვნა და შანსი არ დაუტოვა.
პირველი სეტის 4:6 მარცხის შემდეგ, იტალიელმა ჩოგბურთელმა ალკარასს 6:4 6:4 6:4 მოუგო და უიმბლდონსი გამარჯვებული გახდა.
სინერმა ალკარასს როლან გაროსის ფინალის მარცხის რევანში აუღო და თავის კარიერაში მეოთხე დიდი სლემის ტურნირი მოიგო, უიმბლდონი კი პირველად.














