ლა ლიგის მეექვსე ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში მიიღო სანტანდერის რასინგი, რომელიც ანგარიშით 7:2 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან ჰეთ-თრიქი გაიფორმა რაფინია ბელოლიმ, ასევე თითო ბურთი შეაგდეს ჟოაუ კანსელუმ, ლამინ იამალმა და კატალონიელთა ახალწვეულმა, გაბრიელ ჟეზუსმა.
"ბლაუგრანა" ამ გამარჯვებით აგროვებს 18 ქულას და რჩება ერთადერთ გუნდად ლა ლიგაში, რომელსაც არ აქვს მარცხი, თანაც ეს ყველაფერი 100-პროცენტიანი შედეგით. საერთაშორისო შესვენებამდე, კამპ ნოუს მკვიდრებს ჩასატარებელი დარჩათ 1 შეხვედრა, სტუმრად სევილიასთან.
ბარსელონა 7:2 რასინგი
გოლები: 1:0 ჟოაუ კანსელუ 8', 2:0, 4:1, 5:2 რაფინია 25', 42', 67', 2:1 მაგუე გეიე 30', 3:1 ასიერ ვილალიბრე (ავტოგოლი) 36', 4:2 იასირ ზაბირი 65', 6:2 გაბრიელ ჟეზუსი 79', 7:2 ლამინ იამალი 89'.











