ჩემპიონთა ლიგის სეზონი დასრულდა და შეგვიძლია შევაჯამოთ, თუ რა თანხა გამოიმუშავეს ტურნირში მონაწილე გუნდებმა. შეგახსენებთ კრიტერიუმებს, თუ რის მიხედვით იღებდნენ კლუბები ჰონორარს. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ €18.62 მილიონი მიიღო ტურნირში მონაწილე 36-ვე გუნდმა.
რაც შეეხება შედეგებს, ყოველი გამარჯვებისთვის კლუბები იღებდნენ 2.1 მილიონ ევროს, ფრეს შემთხვევაში კი მათი ანგარიში 0.7 მილიონით ივსებოდა. გადავინაცვლოთ პლეიოფში: 1/8 ფინალისტებმა მიიღეს €11 მილიონი, 1/4 ფინალისტებმა - €12.5 მილიონი, 1/2 ფინალისტებმა - €15 მილიონი, ფინალისტებმა კი €18.5 მილიონი.
ამის გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც უფრო მაღალი იყო გუნდის ადგილი ჩემპიონთა ლიგის ფაზაში, მით უფრო მაღალი იყო მისი შემოსავალი. მაგალითად, პირველ პოზიციაზე გასულმა ლივერპულმა მიიღო €12,5, ტოპ 8-ის დანარჩენმა წარმომადგენლებმა კი 2 მილიონით ნაკლები.
არის კიდევ სხვა, წვრილმანი შემოსავალიც, რომელიც საერთო სურათს იძლევა. საბოლოო შედეგი კი ასეთია - ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავა ჩემპიონმა, პარის სენ-ჟერმენმა, რომლის შემდეგ მოდის მისი მეტოქე ფინალში, ინტერნაციონალე. ოთხეულში არიან 1/2 ფინალის დანარჩენი ორი მონაწილე: ბარსელონა და არსენალი.
გუნდები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავეს
| გუნდი | თანხა |
| 1. პსჟ | €137.91 მილიონი |
| 2. ინტერი | €133.82 მილიონი |
| 3. ბარსელონა | €118.43 მილიონი |
| 4. არსენალი | €117.93 მილიონი |
| 5. ბაიერნი | €105.86 მილიონი |
| 6. რეალი | €104.63 მილიონი |
| 7. დორტმუნდი | €101.82 მილიონი |
| 8. ლივერპული | €98.13 მილიონი |
| 9. ლევერკუზენი | €88.04 მილიონი |
| 10. ატლეტიკო | €86.78 მილიონი |
ქართველი ლეგიონერების გუნდების ჰონორარი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში
| ქართველი ლეგიონერი | გუნდი | თანხა |
| 1. ხვიჩა კვარაცხელია | პსჟ | €137.91 მილიონი |
| 26. ირაკლი აზაროვი | შახტარი | €42.24 მილიონი |
| 33. ოთარ კიტეიშვილი | შტურმი | €28.96 მილიონი |
| 36. გურამ კაშია | სლოვანი | €22.81 მილიონი |







