ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი სევილიასა და ბარსელონას შორის, კატალონიელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში ანდალუსიელებმა გახსნეს, თავი მე-19 წუთზე ფოფანამ გამოიჩინა, თუმცა რაფინიამ მალევე გაათანაბრა.
ბრაზილიელმა შემტევმა მეორე ტაიმშიც საოცრად ითამაშა, კიდევ ორი გოლი გაიტანა, ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა.
ძირითად შემადგენლობაში იყო სევილიას ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელსაც კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა, ის 68-ე წუთზე შეცვალეს.











