დღეს, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა არის. გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო თამაშები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.
აიაქსი 1:6 ნაპოლი - ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
შეხვედრა, რომელშიც კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ახალგაზრდა გარემარბს უკვე ჰქონდა განხორციელებული ასისტი, გატანილი ბურთი კი სადებიუტო იყო. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ნაპოლიმ აიაქსი უბრალოდ მიწასთან გაასწორა, თანაც სტუმრად. ეს ყველაფერი ჯგუფურ ეტაპზე ხდებოდა.
ბარსელონა 1:2 რუბინი - ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი სენსაცია ლაშა სალუქვაძის მონაწილეობით
პეპ გუარდიოლას ბარსელონას დომინირების ეპოქა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორები ითვლებოდნენ უპირობო ფავორიტებად, თუმცა რუბინმა წარმოუდგენელი რამ შეძლო. ყაზანელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა სალუქვაძემ, რომელიც ლეო მესისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეტევებს იგერიებდა.
აინტრახტი 0:2 ნაპოლი - ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი შოუ, ამჯერად პლეი-ოფში
შეხვედრა, რომელიც კვარაცხელიასთვის საკმაოდ ემოციური გამოდგა. ახალგაზრდა გარემარბმა თავდაპირველად ვერ გამოიყენა პენალტი, თუმცა შემდეგ, ქუსლით ულამაზესი ასისტი ჯო დი ლორენცოს გაუკეთა. ყველაფერი საბოლოო ჯამში დასრულდა იმით, რომ ნაპოლიმ აინტრახტის ბარიერი მარტივად გადალახა.
დინამო კიევი 2:0 ბაიერნი - ქართველი ლეგიონერების ისტორიული გამარჯვება
ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომელშიც მთავარ როლში ქართველი ლეგიონერები იყვნენ. ბაიერნის კარი კახა კალაძემ და გიორგი დემეტრაძემ აიღეს. ცნობილი ფაქტია, რომ მილანთან ერთად, ქართველი უკანახაზელით ინტერესდებოდნენ მიუნხენელებიც, ყველაფერი სწორედ ამ მატჩით დაიწყო.
ნაპოლი 4:2 აიაქსი - ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი გაბრწყინება ჩემპიონთა ლიგაზე
როგორც აღვნიშნეთ, აიაქსთან პირველ შეხვედრაში კვარაცხელიამ გაიფორმა გოლი და საგოლე გადაცემა, იგივე რამ რამ მან მეორე თამაშშიც გააკეთა. შეიძლება თქვას, რომ ამსტერდამელები ევროპაში ხვიჩას "ფავორიტ" მეტოქეებად იქცნენ.
შალკე 3:0 პსვ - პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქართული ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგაზე
ლევან კობიაშვილი არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან პსვ-ს კარი ორჯერ აიღო პენალტით, ერთხელ კი უშუალოდ თამაშიდან. ეს ყველაფერი ხდებოდა ჯგუფურ ეტაპზე და ცნობისთვის, შალკეს ერთ-ერთი მეტოქე კალაძის მილანიც იყო.
ნაპოლი 4:1 ლივერპული - ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე გადაცემა პირველივე მატჩში
კვარაცხელიას თავგადასავალი ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო ლივერპულთან განადგურებით - 4:1. ახალგაზრდა გარემარბმა თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც მიითვალა. ანგარიში იყო 2:0, როდესაც ხვიჩამ შეცვლაზე შემოსულ ჯო სიმეონეს გაატანინა.
რეალი 2:3 შახტარი - დავით ხოჭოლავას დასამახსოვრებელი და გამორჩეული მატჩი
ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ხმაურიანი სენსაცია და ისევ ქართველი ფეხბურთელის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ შახტარმა რეალისგან გაუშვა 2 ბურთი, ხოჭოლავას ინდივიდუალური პერფომანსი იყო უდავოდ გამორჩეული. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ყოფილი უკანახაზელის მატჩი მანჩესტერ სიტისთან, როდესაც ის უკვე კოპენჰაგენში თამაშობდა.
რეალი 2:2 დინამო კიევი - გიორგი დემეტრაძის ჩაწოდება ფერნანდო იეროს ავტოგოლით სრულდება
დემეტრაძემ გაიბრწყინა როგორც ბაიერნთან, ისე რეალთანაც. შეხვედრის 56-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 1:1, მის ჩაწოდებას იეროს ავტოგოლი მოჰყვა. დინამო 72-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ შემდეგ, მადრიდელთა გადარჩენა რობერტო კარლოსმა შეძლო.
შახტარი 1:0 ბარსელონა - გიორგი გოჩოლეიშვილის საგოლე გადაცემა და გამარჯვება
ერთ-ერთი უკანასკნელი გამორჩეული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ქართველის მონაწილეობით. გოგლიჩის საგოლე გადაცემით შახტარმა ბარსელონასთან გამარჯვება მოიპოვა. მეორე მატჩში კატალონიელებთან ასისტი გააკეთა ირაკლი აზაროვმაც, მაგრამ დონეცკელებმა ის თამაში წააგეს.
ყველაზე დიდი ქართული გამარჯვება ჩემპიონთა თასზე - დინამო თბილისი 3:0 ლივერპული
თასების მფლობელთა თასზე ტრიუმფამდე, დინამომ საფეხბურთო ევროპა ჯერ ჩემპიონთა თასზე გააოგნა. პირველ შეხვედრა დასრულდა ლივერპულის მოგებით, 2:1, საპასუხო მატჩში კი თბილისელებმა მრისხანე მეტოქე უბრალოდ უშანსოდ დაამარცხეს.
1990-იანი წლების დასასრული და 2000-იანების დასაწყისი - დრო, როდესაც ევროპულ ფეხბურთში დომინირებდნენ ვისენტე დელ ბოსკეს რეალ მადრიდი, ოტმარ ჰიცფელდის ბაიერნ მიუნხენი და სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი. საუკეთესო ლიგა ჰქონდა კალჩოს, “გრანდობას” კი უწინასწარმეტყველებდნენ ი…
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
4 მატჩი უგოლოდ - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ჩააგდო და ის მოლოდინი, რაც ქართველ გულშემატკივარს ჰქონდა, ოდნავადაც არ გამართლდა, მხოლოდ 2 ქულა და ერთადერთი ნაკრები B ლიგაში ჩრდ.მაკედონიასთან ერთად, რომელსაც გოლიც კი არ გაუტანია. რატომ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ასე…
იწყება ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონი, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეები B დივიზიონის მეორე ჯგუფში უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან. განვიხილოთ დეტალურად, როგორც ჩვენი ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა, ისე ოპონენტებისაც. საქართველოს ნაკრების ამჟამინ…
20 სექტემბერს, 01:00 საათიდან ლოს ანჯელესში გაიმართება UFC 331, სადაც არაერთი საინტერესო ბრძოლა შედგება. განვიხილოთ, ამ ივენთის მთავარი დუელები. გიგა ჭიკაძე VS ჟოანდერსონ ბრიტო ორივე მებრძოლისთვის ეს არის პრინციპული ბრძოლა თავისი ადგილის გასამყარებლად და გამარჯვებების გზაზე დასაბ…
ოქროს ბურთის დაჯილდოება ახლოვდება - 26 ოქტომბერი, ლონდონ პალადიუმი, ადგილი, სადაც 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება. წარმოგიდგენთ ბალონ დ'ორის მოგების 10 მთავარ კანდიდატს, რომელთა შორის ერთი ქართველიც გამოირია. ჯუდ ბელინგემი რატომ იმსახურებს - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონა…
მადრიდის რეალისა და მილანის ინტერის მატჩი ისტორიულ კონტექსტს მოკლებული არასდროს ყოფილა. ამ დაპირისპირებას ახსოვს ჩემპიონთა თასის 1963/64-ის სეზონის მთავარი შეხვედრა, რომელშიც "ნერაძურიმ" "სამეფო კლუბს" 3:1 მოუგო. ასევე სხვა გამორჩეული დუელები ევროთასების პლეიოფებში. სანტიაგო ბერნ…