
ანანიძის ერთადერთი გოლი ევროპა ლიგაზე, თანაც გადამწყვეტი. სპარტაკი 61-ე წუთამდე მარცხდებოდა ანგარიშით 0:2, შემდეგ კი ქამბექი დაიწყო. ჩვენი სტატიის გმირი მოედანზე შემოვიდა მე-2 ტაიმში და 91-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ჯანომ გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო.

უეფას თასის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, რომლის მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს. არველაძის ალკმაარი მარცხებოდა გუნდთან, რომელიც ამ ტურნირზე თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში, სევილიასთან. შოთამ მე-2 ტაიმში ჯერ გაათანაბრა ანგარიში, მოგვიანებით კი დუბლიც გაიფორმა.

სეზონი, რომელშიც დნიპრო გავიდა ევროპა ლიგის ფინალამდე და კანკავა ამ ყველაფრის მონაწილე იყო. უკრაინული გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ჯაბამაც, რომელმაც პრაქტიკულად ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიაკოსთან თამაშში მან შეძლო გოლის შეგდებაც, რის შემდეგაც "ლურჯები" 1/8 ფინალში გავიდნენ.

ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გენიალური ყიფიანის კარიერაში. აღნიშნულ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა დინამო და გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ დავითის გატანილი ბურთი იყო. ჯიაჩინტო ფაკეტის ეფექტურად ჩამოშორების შემდეგ, ლეგენდარულმა ფლეიმეიქერმა თბილისელებს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბთან მოაგებინა.

კიტეიშვილის ერთადერთი გოლი ევროპა ლიგაზე, რომელიც მან ფეიენოორდს, 93-ე წუთზე გაუტანა. შტურმმა სწორედ მისი გატანილი ბურთით იმარჯვა. იმის შემდეგ, ოთარი გრაცელებთან ერთად გახდა ავსტრიის ბუნდესლიგის ტრიუმფატორი, წელს კი მან უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.


დინამოს ისტორიაში პირველი მოწინააღმდეგე ევროსარბიელზე სწორედ ტვენტე იყო. ერთ შეხვედრაში იმარჯვა ქართულმა გუნდმა, მეორეში კი - ნიდერლანდელებმა. მატჩში, რომელიც დასრულდა თბილისელთა მოგებით ანგარიშით 3:2, ნოდიამ დუბლი გაიფორმა.

შეხვედრა, რომელიც მიმდინარე სეზონში შედგა. რიგასი გალათასარაისთან მარცხდებოდა 0:2-ს, თუმცა ევროპა ლიგის დებიუტანტმა მოახერხა იმდენი, რომ მატჩი ფრედ დაასრულა. მე-2 ბურთი სტამბოლელთა კარში ოდიშარიამ გაიტანა. ახალგაზრდა ვინგერმა კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართული გოლი ევროსარბიელზე. კრასნოდარი მარცხდებოდა სევილიასთან, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ ოქრიაშვილის გამარჯვების მომტანი ბურთით დასრულდა, რომელიც მან გაიტანა 88-ე წუთზე, თანაც მაკრატელათი.

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება დინამოს ისტორიაში. ქართულმა გუნდმა დაამარცხა ნაპოლი, მთავარ გმირად კი მოგვევლინა შენგელია, რომელმაც "პარტენოპეის" კარში გადამწყვეტი ბურთი გაიტანა.

















