როგორც მოგეხსენებათ, ვახტანგ სალია თბილისის დინამოდან ნიუკასლ იუნაიტედში გადავიდა. ახალგაზრდა შემტევი განათხოვრების წესით 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება დედაქალაქურ კლუბში, შემდეგ კი "კაჭკაჭებს" შეუერთდება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ქართველი ფორვარდის ტრანსფერისგან.
ნიუკასლი და ქართველი ფეხბურთელები
"ლურჯ-თეთრების" შემტევი "ჯორდების" ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი არ იქნება. 1997-2000 წლებში აღნიშნული გუნდის ღირსებას იცავდა თემურ ქეცბაია, რომელმაც 108 მატჩის ჩატარება და 14 ბურთის გატანა მოასწრო. შედეგებზე მეტად მან თავი დაგვამახსოვრა გოლის ემოციური აღნიშნვით, როდესაც ბოლტონის კარის აღების შემდეგ, ქართველმა ვინგერმა ჯავრი სარეკლამო ბანერზე იყარა.
"შავ-თეთრების" ყოფილი გარემარბი 17 წლის შემტევის ტრანსფერს ასე გამოეხმაურა - "აღფრთოვანებული ვარ ამ ამბით. ეს არის კლუბი, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე. სალიას ვუსურვებ უფრო ხანგრძლივ და წარმატებულ კარიერას კლუბში, რომელიც პრემიერ ლიგაში მოწინავე პოზიციებზეა. დარწმუნებული ვარ, რომ ვახო ნიუკასლში ბევრს იმუშავებს.
ქართველი თავდამსხმელი ყველას დაუმტკიცებს, რომ "კაჭკაჭებმა" მისი გაფორმებით სწორი არჩევანი გააკეთეს. გვჭირდება ასეთი ფეხბურთელები და ასეთი ტრანსფერები, იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის წარმატებული სვლა გაგრძელდეს", - განაცხადა 56 წლის ყოფილმა ვინგერმა.
"ჯორდებში" მცირე ხნით გაჩერებულა ზურაბ ხიზანიშვილიც, რომელმაც შვიდი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. კლუბს იმ დროს მძიმე პერიოდი ჰქონდა და ჩემპიონშიფში დაქვეითებული იყო. "შავ-თეთრები" ნისლიანი ალბიონის ელიტაში ქართველი უკანახაზელის გარეშე დაწინაურდნენ. ხიზანიშვილი იმ დროს უკვე რედინგში თამაშობდა.
სალიას გამოჩენა ევროპული ფეხბურთის რადარზე
სალიამ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასაწყისში მიიქცია, როდესაც 16 წლის ასაკში ანდრეს კარასკოს გუნდში გამოჩნდა. ჩემპიონატის მე-3 ტურში ქართველმა ფორვარდმა გაიტანა გამარჯვების მომტანი ბურთი ქუთაისის ტორპედოს კარში, რითაც ის დინამოს ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.
ვახტანგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი თბილისურ გუნდში და ცნობისთვის, მან ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდი მოხსნა. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი გოლის გატანის მომენტში იყო 16 წლის, 9 თვისა და 6 დღის, სენტ ჯეიმს პარკის ბინადრების ახალწვეული ფორვარდი კი 16 წლის, 6 თვისა და 9 დღის.
დედაქალაქური გუნდის მეშვიდე ნომერმა მოგვიანებით გოლს პლიუს საგოლე გადაცემა გაიფორმა გორის დილასთან, ცოტა ხნის წინ კი მან თელავთან დუბლი შეასრულა. 17 წლის ფორვარდს აკვირდებოდნენ მანჩესტერ სიტისა და ლონდონის არსენალის სკაუტები, პირველმა კი ის სევილიურმა ბეტისმა აღმოაჩინა.
ანდალუსიელებმა სალია შენიშნეს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე და იმის შემდეგ, დაკვირვების რეჟიმში იყვნენ. ახალგაზრდა შემტევის მიმართ უფრო მეტი ოპერატიულობა ნიუკასლმა გამოიჩინა, რომელმაც ქართველი ფორვარდის ტრანსფერი მოკლე დროში დახურა. მისი გაფორმების შემდეგ, "კაჭკაჭების" სპორტულმა დირექტორმა, პოლ მიტჩელმა განაცხადა, რომ მისმა კლუბმა სატრანსფერო ბრძოლა რამდენიმე გრანდს მოუგო.
ნიუკასლის გეგმები
"მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე ტოპ კლუბს ვაჯობეთ და სალია გავიფორმეთ. ახალი ტალანტების მოძიება და მათი გადმობირება აუცილებელი ქმედება არის, თუ გვსურს, რომ ნიუკასლს მდგრადი, წარმატებული მომავალი ჰქონდეს. მით უფრო, სატრანსფერო ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით.
ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებას, როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. ვეძებთ მოთამაშეებს, რომლებიც იდეალურად შეეწყობიან მომავალში "კაჭკაჭებს". ჩვენ მოუთმენლად ველით, როდის დავიწყებთ ვახოსთან ერთად მუშაობას, მანამდე კი მას წარმატებას დინამოს რიგებში ვუსურვებთ", - განაცხადა "ჯორდების" ფუნქციონერმა.
თბილისური გუნდის შემტევი "შავ-თეთრებში" გადადის როგორც იმედისმომცემი ფეხბურთელი, რომელსაც ასაკის მიუხედავად, ტაქტიკური ცოდნა უკვე აქვს. ეპოქაში, სადაც გადამწყვეტ როლს თამაშობს შეტევაში ან დაცვაში სწრაფი გადასვლა, 17 წლის ფორვარდი იდეალური კანდიდატია. სენტ ჯეიმს პარკზე პრიორიტეტად სწორედ ასეთი სტილის ნიჭიერი მოთამაშეების მოზიდვა აქციეს.
როგორი იქნება დედაქალაქური გუნდის მეშვიდე ნომრის პირველი ნაბიჯები ნიუკასლ იუნაიტედში, ამას 2025 წლის ზაფხული გვიჩვენებს. ვარაუდის დონეზე შეგვიძლია გამოვყოთ 3 ვარიანტი: "კაჭკაჭების" მთავარ გუნდში დატოვება, მე-2 გუნდში გადაყვანა ან იჯარით სხვა კლუბში გაშვება - ყველაფერი თავად სალიას შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული.
"ჯორდები" არიან ის იშვიათი გამონაკლისი, რომლებიც არაბულ ფულს იყენებენ არა ტოპ ვარსკვლავების გადმოსაბირებლად, არამედ პერსპექტივაზე გათვლილი პროექტების განსახორციელებლად. ქართველი ფორვარდის ტრანსფერი სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროექტის ნაწილი უნდა იყოს.
23 აგვისტოს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან საკრამენტოში დაგეგმილ UFC Fight Night 285-ის ფარგლებში რომან დოლიძე რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული ჩხუბისგან. ქვემძიმე წონით დივიზიონში დაბრუნება დოლიძეს UFC-ში ჩატარებული აქვს 14 ბრძოლა და მისი მ…
როდრი ერნანდესი გადავიდა ბარსელონაში, იქამდე ცოტა ხნით ადრე კი ბერნარდუ სილვა - მადრიდის რეალში. 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა თითქოს გვთავაზობდა საპირისპირო სცენარს: ესპანელი შუახაზელი იყო ახლოს "სამეფო კლუბთან", პორტუგალიელი ფლეიმეიქერი კი კატალონიელებთან. მანჩესტერ სი…
16 აგვისტოს, ჩვენი დროით 05:00 საათიდან, UFC 330-ის ფარგლებში ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ქამარს იან მაჩადო გარის წინააღმდეგ დაიცავს. ეს არის დუელი, რომელსაც არ აკლია არც ინტრიგა, არც დრამატულობა და არც ისტორიული კონტექსტი. განვიხილოთ დეტალურად, თუ რას გვიმზადებს…
საკლუბო სეზონი ტრადიციულად გაიხსნება უეფას სუპერთასის დაპირისპირებით - კვლავ პარი სენ-ჟერმენი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა მიყოლებით მეორედ და მისი მოწინააღმდეგე, ევროპა ლიგის ტრიუმფატორი ასტონ ვილა. აღნიშნულ შეხვედრას არც ინტრიგა აკლია და არც ისტორიული კონტექსტი. პსჟ-ს გამ…
ლეგენდარული ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიტყვები არ არის საკმარისი იმის ასაღწერად, თუ როგორი დიდებული ფეხბურთელი იყო იტალიელი უკანახაზელი. კაპიტანი, რომელმაც საფეხბურთო მოედანზე გამოიარა და ნახა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. გთავაზობთ მოგზაურობას "აძურისა" და მილანი…
იტალიური ფეხბურთი - მოვლენა, რომელიც წარმოუდგენელია სკანდალის გარეშე. ჩაწყობილი მატჩები, კავშირი მაფიასთან, ქრთამი, აკრძალული ნივთიერებები სპორტსმენებს შორის და ბევრი სხვა. ეს არის კალჩო...დიდებული და საშინელი. დღეს ვისაუბრებთ იტალიური ფეხბურთის 10 მთავარ სკანდალზე. ტოტონერო | და…
სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ავტორიტეტულმა გამოცემებმა რეალ მადრიდის როდრით დაინტერესების შესახებ დაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებების ეტაპზეა, ესპანეთსა და ინგლისში უკვე აქტიურად მსჯელობენ, რატომ მიიჩნევს ჟოზე მოურინიო სწორედ მანჩესტერ…