იტალიის სერია ა-ს მე-3 ტურში რომამ სტადიო ოლიმპიკოზე ატალანტა მიიღო და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში, 47-ე წუთზე ედერსონმა გახსნა და ატალანტა დააწინაურა. 89-ე წუთზე, რომამ ჰერმოსოს გოლით გაათანაბრა, ხოლო 93-ე წუთზე სულემ აიღო მეტოქის კარი და რომაელებმა მესამე გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში.
რომა 2-1 ატალანტა
გოლები: 0-1 ედერსონი (47'), 1-1 ჰერმოსო (89'), 2-1 სულე (90+3')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, რომას 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს მოქმედ ჩემპიონთან, ინტერთან ერთად ლიდერობს, ხოლო ატალანტა6 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში რომაელები ტორინოს ესტუმრებიან, ბერგამოელები კი კალიარის უმასპინძლებენ.












