პსჟ-ს შემდეგ, საქმეში ინგლისური გრანდებიც ჩაერთვნენ —
ლივერპული და
ჩელსი ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას სერიოზულად განიხილავენ! გუნდები უახლოეს საათებში როგორც ფეხბურთელის აგენტს, ისე ნაპოლისაც დაუკავშირდებიან, სადაც პოტენციური ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.
პარიზული კლუბი ფავორიტია, მაგრამ ინგლისური კლუბები ტრანსფერზე მუშაობას ოფიციალურად იწყებენ. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ნაპოლი ფედერიკო კიეზათი ინტერესდება, რაც შეიძლება ლივერპულისთვის ამ პოტენიცური გარიგების "გასაღებიც" კი აღმოჩნდეს.
უახლოეს საათებში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. 23 წლის ფეხბურთელი ნაპოლის დასატოვებლად ემზადება, მის დამატებას კი ტოპ კლუბები ცდილობენ.