დადასტურებულად — ნუნუ მენდეშს პსჟ-ს დატოვება სურს! ახალგაზრდა პორტუგალიელი და პარიზული კლუბი ახალ კონტრაქტზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, შესაბამისად 22 წლის განაპირა მცველი სეზონის ბოლოს კლუბის გამოცვლას გეგმავს. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე დაახლოებით ერთი წელია რაც მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
ამასობაში რადარზე მანჩესტერ იუნაიტედი გამოჩნდა, რომელიც ზაფხულში ახალი მარცხენა მცველის დამატებას გეგმავს. "წითელი ეშმაკები" ფებხურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ, რა დროსაც პოტენციური ტრანსფერის შესახებ საუბარი შედგა.
ნუნუ მენდეში პსჟ-ს ღირსებას 2022 წლიდან იცავს. ამ დროში განაპირა მცველმა 99 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 5 გოლი და 13 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად მისი სატრანსფერო ფასი ზაფხულში დაახლოებით €25-30 მილიონი იქნება.