უეფას სუპერ თასზე ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ და ევროპა ლიგის გამარჯვებული ასტონ ვილა დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 12 აგვისტოსაა ჩანიშნული.
თუმცა დიდი ალბათობით, ამ მნიშვნელოვან მატჩში პარიზელებს რამდენიმე ლიდერები დააკლდებათ. ძირითადად ისინი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს.
ზაირე-ემერი, ლუკას დინი, ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ფაბიან რუისი და ლუკას ერნანდესი გუნდთან ერთად ვარჯიშს მოგვიანებით განაახლებენ და დამღლელი მუნდიალის შემდეგ, დასვენება არჩიეს.
სამაგიეროდ, 27 ივლისიდან დანარჩენი ფეხბურთელები, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, ვარჯიშს განაახლებენ და ახალი სეზონისთვის მოემზადებიან.
ასტონ ვილასთან გასამართ სუპერთასის მატჩამდე პსჟ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - მალიორკას და მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ.












