La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
30-ე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 16 მაისს, 15:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ 30-ე ტურის წინ?
მარსელი vs რენი | 17 მაისი, 23:00 საათი
მომდევნო უიქენდზე ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონი დასრულდება, ბოლო ტურში კი ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს, მათ შორის ვინ ითამაშებს ევროტურნირებზე.
ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება სტად ველოდრომზე გაიმართება, სადაც მარსელი რენს უმასპინძლებს. მასპინძლები ამ შეხვედრას 56 ქულით ხვდებიან, ხოლო სტუმრებს 59 ქულა აქვთ.
თუ რენმა გამარჯვება შეძლო, გუნდი დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს, ხოლო გამარჯვება თუ მარსელს დარჩა, "ლურჯები" ევროპა ლიგის საგზურს გაინაღდებენ.
პირველ წრეში გამართული დაპირისპირება რენის გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი ლუდოვიკ ბლასმა გაიტანა, თანაც 90-ე წუთზე.
რაც შეეხება კვირას გასამართ დაპირისპირებას, გუნდები ამ პრინციპულ მატჩს გარკვეული დანაკლისით ხვდებიან. მარსელის სამატჩო განაცხადში კონდოგბია, ვეა, ობამეიანგი, იგან-რაილი, ნადირი და ტრაორე ვერ მოხვდებიან, ხოლო რენს ჟაკე და ფრანკოვსკი ვერ დაეხმარებიან.
მარსელის სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): რული, პავარი, ბალერდი, მედინა, ემერსონი, ჰოიბერგი, ნადი, გრინვუდი, ტიმბერი, პაიშაო, გუირი.
რენის სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): სამბა, აიტ ბულდალი, რუაუ, მერლინი, შიმანსკი, რონჟიე, კამარა, ტამარი, ლეპოლი, ბლასი.
გუნდებს შორის ჩატარებული მატჩების ისტორია 134 ითვლის, საიდანაც უფრო მეტი, კერძოდ 59 მარსელმა მოიგო, ხოლო რენმა მეტოქეს 38-ჯერ აჯობა. გუნდები სულ 37-ჯერ დაზავდნენ.
კვირას გასამართი მატჩის წინ, ჩვენი პროგნოზი ასეთი იქნება - ბევრი გატანილი გოლი და ბრძოლა ბოლო წუთამდე. ფავორიტის დასახელება გაგვიჭირდება და ვფიქრობთ, შანსები 50/50-ზეა.
რომა vs ლაციო | 17 მაისი, 14:00 საათი
სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სულ რაღაც ორი ტურია დარჩენილი, წინ კი საოცრად დაძაბული მატჩების მოლოდინში ვართ. ჩემპიონის გარდა, თითქმის ყველაფერი გასარკვევია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩი სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართება, სადაც მაყურებელი დერბი დელა კაპიტალეს იხილავს - "ჯალოროსი" "ბიანკოჩელესტის" წინააღმდეგ!
რომას გამარჯვება სასიცოცხლოდ სჭირდება, რადგან გასპერინის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩართული, ხოლო ლაციოსთვის ეს შეხვედრა თავიდან ბოლომდე პრინციპულ დატვირთვას ატარებს, რადგან საქმე დერბის ეხება.
პირველი წრის დაპირისპირება რომას გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. იმ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლორენცო პელეგრინიმ გაიტანა.
რაც შეეხება ორშაბათს გასამართ დაპირისპირებას, გუნდები გარკვეული დანაკლისით იქნებიან წარმოდგენილი. რომას სამატჩო განაცხადში ფერგიუსონი და სარაგოსა არ იქნებიან, ხოლო ლაციოს პროვედელი და რომანიოლი დააკლდება, კატალდის საკითხი კი მატჩის დღეს გადაწყდება.
რომას სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): სვილარი, მანჩინი, ნ'დიკა, ერმოსო, ჩელიკი, კრისტანტე, კონე, უესლი, პელეგრინი, დიბალა, მალენი.
ლაციოს სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): მოტა, მარუშიჩი, ხილა, პატრიკი, პელეგრინი, როველა, ბაშიჩი, ტეილორი, ძაკანი, დია, ისაქსენი.
რომაული დერბი სულ 186-ჯერ გაიმართა, საიდანაც რომამ 71-ჯერ იმარჯვა, ხოლო ლაციომ 51-ჯერ. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 64 ითვლის.
იმის გათვალისწინებით, რომ წინ დერბი დელა კაპიტალე გველოდება, შანსები ალბათ 50/50-ზეა, თუმცა ვფიქრობთ, ფავორიტი მაინც რომაა.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.














