🐔 ტოტენჰემი xG (2.21) 𝟰-𝟭 (0,98) ვესტ ჰემი xG ⚒️
⚒️ ბოუენი კარგი გადაწყვეტილებებით გამოირჩა, ასისტიც უნდა ჰქონოდა.
🐔 სოლანკე სპურსის შემტევებიდან ყველაზე ბოლო ადიოდა კონტრ-იერიშებზე. ძირითადად სივრცეებს უქმნიდა ვინგერებს. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა.
🐔 ჯონსონს კვლავ ძალიან შემტევი როლი ჰქონდა, 5-ჯერ დაარტყა საჯარიმოს შიგნიდან.
🐔 მედისონი ტაქტიკური მიზეზით შეცვალეს, სარი უკეთესი იყო „ჩაქუჩების“ დაპრესინგებისას, რამაც გაამართლა. მედერსის წუთები რისკის ქვეშაა.
🔴 ვოტკინსი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოთამაშეა ფენტეზიში, მე-3 ტურიდან მოყოლებული მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა საგოლე მოქმედებაში მონაწილეობის მიღება.
🔴 დინი ძალიან წინ აწეული თამაშობდა, თითქმის ვინგერის პოზიციაზე.
⚪️ ხიმენესი თავის საფასო სეგემენტში საუკეთესო ფორვარდია. ფორმაშია, ვილასთანაც 3 კარგი შანსი შეექმნა, პლუს ასისტი გაუფუჭეს. ზედიზედ 5 მატჩია საგოლე მოქმედება აქვს.
⚪️ სმიტ-როუ სიღრმიდან თამაშობდა, იშვიათად იყო საჯარიმოს სიახლოვეს - 0 დარტყმა.
👿 მანჩესტერი (1.33) 𝟮-𝟭 (0,86) ბრენტფორდი 🐝
🐝 ნაკლებ სავარაუდოა ფლეკენის მშრალი მატჩი, თუმცა საუკეთესოა სეივების კუთხით.
👿 იუნაიტედმა სრულად გაანეიტრალა „ფუტკრები“, მბუმოს ჩუმი მატჩი ჰქონდა, ძირითადად სიღრმიდან მოქმედებდა, რის გამოც ხიფათის შემქნა უჭირდა.
👿 გარნაჩო სახიფათოდ უტევდა, 4-ჯერ დაარტყა და 2 დიდი შანსიც შექმნა. წინ ძალიან საინტერესო კალენდარი აქვს.
😇 საუთჰემპტონი (2,15) 𝟮-𝟯 (3.21) ლესტერი 🦊
🦊 ბუანანოტე მიმზიდველი აქტივია ფენტეზის თვალსაზრისით, კალენდარიც ხელს უწყობს. ამ სეზონში უკვე მესამედ გაიტანა, ასევე მის ანგარიშზე 2 ასისტიცაა.
🦊 ფატავუს შემოსვლამ უდიდესი გავლენა იქონია ლესტერის ქამბექზე, თუმცა კითხვის ნიშნებია მის სათამაშო დროსა და როტაციაზე.
😇 თუ რატომღაც წმინდანების დამატებას გადაწყვეთ არჩერი საუკეთესოა სოტონის წინა ხაზიდან. 4 დარტყმა ჰქონდა საიდანაც 1 გოლად გარდასახა, მისი ფასი მხოლოდ (£5.0)_ია.
⚫️ ნიუკასლი (2.02) 𝟬-𝟭 (1.12) ბრაიტონი 🔵
⚫️ კაჭკაჭებმა ბევრი შანსი შექმნეს, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ გამოიყენეს.
🔵 ვან ჰეკესა და დანკის დუეტი აღდგა, რაც ბრაიტონის სტაბილურობას გააუმჯობესებს.
🔵 ველბეკს 3 გოლი აქვს ბოლო 4 მატჩში, რთული კალენდარის შემდეგ მიმზიდველი არჩევანი იქნება, თანაც პარალელურად შესანიშნავ ფორმაშია რუტერიცც, მას მორიგი შედეგიანი ქმედება ჰქონდა, თუმცა 70_ზე მეტ წუთს არ თამაშობს.
🔵 იფსვიჩი (1.25) 0-2 (1.74) ევერტონი 🍬
🍬 DCL_ი სწორ პოზიციებს არჩევდა, თუმცა ვერაფერით მოახერხა გოლის გატანა. დომინიკმა 5-ჯერ დაარტყა საჯარიმოს შიგნიდან და ორი 100%_იანი შანსი ვერ გამოიყენა.
🍬 ევერტონა ზედიზედ მე-2 მატჩში შეინახა კარი მშრალად.
🔵 გრივზის ტრავმა ძალიან ცუდად აისახება იფსვიჩის უკანა ხაზზე.
🍒 ბორნმუთი (1.80) 𝟮-𝟬 (0,64) არსენალი 🔫
🔫 არსენალი თამაშს წყვეტს, როდესაც მოედანზე ათნი რჩებიან. ალუბლებმა ყველა ასპექტში აჯობეს ლონდონელებს. მეთოფეებს ერთადერთი მომენტი კეპას შეცდომის გამო შეექმნათ.
🍒 სემენიოს 4 დარტყმა ჰქონდა, ერთი 100%_იანი მომენტიც გაანიავა, რომლის აცილებლაც ბევრად უფრო რთული იყო ვიდრე გატანა.
🐺 ვულვზი (1.01) 𝟭-𝟮 (2.04) მანჩესტერ სიტი 🔵
🔵 ლიგის ყველაზე ცუდი დაცვის წინააღმდეგ ჰოლანდის xG 0_ს უდრიდა. KDB_ისა და როდრის გარეშე ჰოლანდისთვის მომენტების შექმნას სიტი ვერ ახერხებს. ეს საგანგაშოა.
🐺 სემედომ ორ უაღრესად მწვავე კონტ-იერიშში მიიღო მონაწილეობა. ერთი ასისტით დააგვირგვინა, მე-2 შემთხვევაში კი ვერ მოახერხა მეკარის 1 vs 1_ზე დაჯაბნა.
🔴 ლივერპული (2.07) 𝟮-𝟭 (1.04) ჩელსი 🔵
🔵 პალმერი ახლოს იყოს საგოლე მოქმდებასთან, დიდი შანსი ვერ გამოიყენა, ასისტი კი გაუფუჭეს. კოულისგან ქულებს ნიუკასლისა და მანჩესტერის წინააღმდეგ უნდა ველოდოთ.
🔴 ტრენტი დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე იყო გადართული, ნაკლებად უტევდა.
პრემიერ ლიგის ფენტეზის მე-9 ტურის მიმოხილვაში ყველა აქტუალური საკითხის შესახებ იპოვი ინფორმაციას.
მთავარი არ უნდა დაგავწიყდეს - ტური პარასკევის მატჩით იწყება, ამიტომ თუ ტრანსფერის გაკეთება გაქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად გაეცანი სტატიას და ყურადღებით იყავი დედლაინზე, არ გამოგრჩეს.
საკას საგა

მიმდინარე ტურში ვითარება მცირედით შეცვლილია. თუ პალმერი (£10.9) ამ დრომდე არ გყავს, კოული ბოკაიოს საუკეთესო ჩამნაცვლებელია. აი სონს რაც შეეხება მის თავთან საავდრო ღრუბლები გროვდება - თუ მოურულ ხმებს დავუჯერებთ, სონმა მცირე დაზიანება მიიღო და ვარჯიშებზე ჯერ არ გამოჩენილა, ამიტომ უმჯობესია პრესკონფენრეციებს დაელოდო.
ზევით ხსენებული კოლეგისგან განსხვავებით, სპურსის თავკაცი ყოველთვის ამომწურავ ინფორმაციას უზიარებს მედიას. იმედია კორეელის შესახებ სასიკეთო სიახლეებს მივიღებთ. თუ ჰოლანდი არ გყავს, კორეელი კაპიტნობის რეალური ალტერნატივაა ამ ტურშიც და შემდგომაც, იფსვიჩის წინააღმდეგ.
რა მოვუხერხოთ ჰოლანდს?
რეკორდების კვალდაკვალ ნორვეგიელი პირად ანტირეკორდებსაც ამყარებს, პირველად მოხდა ისეთი შემთხვვევა, როდესაც ერლინგმა ზედიზედ 3 მატჩი საგოლე მოქმედების გარეშე ჩაამთავრა. თანაც ეს ყველაფერი ძალიან ხელსაყრელი კალენდარის ფონზე. ვულვზის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ფენტეზის მოთამაშეთა უმრავლესობას კაპიტნად ჰოლანდი (£15.4) ჰყავდა არჩეული ნორვეგიელს მგლების კარისკენ 0 დარტყმა ჰქონდა.
თუ 3-მატჩიანი გულისწყვეტის შემდგომ, ჰოლანდის გაყიდვა გაქვს გადაწყვეტილი ერთი ტურიც მოიცდე. მე-9 ტურში სიტი საუთჰემპტონს ეთამაშება ეტიჰადზე, მატჩამდე კი ჰოლანდმა, ხასითი, ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული დუბლით გამოისწორა. ერლინგი ნავსის გატეხვას ახლა უკვე პრემიერ ლიგაში ეცდება.
ფაქტია, როდრისა და KDB_ის არ ყოფნა ნორვეგიელზე ძალიან ცუდად აისახება, თუმცა მისი გაყიდვა ამ ტურში მაინც დაუშვებელია. შემდგომი პერიოდიდან ლივერპულსაც უკეთესი კალენდარი ექნება და ჰოლანდის ნაცვლად სალაჰის აყვანაზე ფიქრი ნამდვილად შეიძლება.
ტრანსფერი
მოუხედადავად იმისა რომ გაბრიელი მცველებს შორის პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია შეტევითი პოტნეციალის თვალსაზრისით, მისი ამ ტურში ძირითადში (ფენტეზი) დაყენება, მაინც რისკებთანაა დაკავშირებული. საკას შესახებ კვლავ გაურკვევლობაა, ოდეგორის ამბავი დიდი დროა უძრავადაა, სალიბაზე ზევით დავწერე, ასევე სათუოა კალაფიორი (£5.8) თამაშიც, სწორედ ამიტომ მიმდინარე ტურში გაბრიელს (£6.3) ფენტეზის თერთემეტეულების მიღმა ვხედავ.
რიკო
პირველი მატჩიდან მოყოლებული სიტი ყველა ტურია გოლს უშვებს, უკვე დროა ეტიჰადზე მაინც ვიხილოთ მშრალად შენახული კარი. თუ ბიუჯეტში შეზღუდული ხარ, მაშინ რიკო ლუისი (£4.8) უალტერნატივოა, მითუმეტეს ვოლკერის არ ყოფნაში. თუ ბიუჯეტი საკმარისად გაქვს, რა თქმა უნდა, გვარდიოლი (£6.1) საუკეთესი არჩევანია. ხორვატი ელიტური შემტევისთვის შესაშური საგოლე მოქდემებებით გამოირჩევა.
რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით პედრო პოროსაც, ესპანელს მიმდინარე სეზონში მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს დარტყმების თვალსაზრისით, მისი საგოლ მოქმედებები მხოლოდ დროის საკითხია - პორო (£5.5),
აშკარაა რომ ევერტონმა დაცვითი თამაში გამოასწორა, ამას მოწმობს ზედიზედ ორი თამაშში მშრალად შენახული კარი, როდესაც შონ დაიჩის გუნდს დაცვითი მომენტუმი აქვს, ეს აუცილებლად იმსახურებს პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების ყურადღებას. გასულ სეზონში მიკოლენკო ერთ-ერთი გამორჩეული მცველი იყო პრემიერ ლიგის ფენტეზიში, წელს კი მისი ყიდვა ამ ეტაპზე სულ რაღაც (£4.3)_ად არის შესაძლებელი. უკრაინელმა თუ სასურველი ფორმა აკრიფა მისგა საგოლე მოქმედებებსაც უნდა ველოდოთ.
ტური 9 - FUL (H)
ტური 10 - SOU (A)
ტური 11 - WHU (A)
ტური 12 - BRE (H)
ტური 13 - MUN (A)
ტური 14 - WOL (H)
ასევე ფენტეზის მენეჯერების ყურადღებას იმსახურებს ფორესტიც, ნოტინგემი დიდ შანსებს ხშირად არ უშვებს, მოსალოდნელი გოლებისა და მომენტების უმეტესობაც დაბალი ხარისხის დარტყმებიდან მოდის, რომლებიც ადვილად მოსაგერიებელია. ფაქტია, მათზე (6) ცოტა გოლი მხოლოდ ლივერპულს (3) აქვს გაშვებული.
„ფუტკრებს“ წინ იდეალური კალენდარი აქვთ. ეს განსაკუთრებით საინტერესოა მბუმოს „მფლობელებისთვის“, თუმცა ასეთი მატჩების ფონზე ქულებს უნდა ველოდოთ უკანახაზელებისგანაც ამ მხრივ ჩვენ ყურადღებას ნათან კოლინსი (£4.5) და მარკ ფლეკენი (£4.5) იქცევენ. ბრენტფორდელებისთვის კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ვისას (£5,9) დაბრუნებაა, რაც კიდევ უფრო დიდ სივრცეებს გაუხსნის მბუმოს. (£7.6)
GW9 - IPS (H) ✅
GW10 - FUL (A) ✅
GW11 - BOU (H) ✅
GW12 - EVE (A) ✅
GW13 - LEI (H) ✅
ვულვზმა როგორც იქნა უკან მოიტოვა ურთულესი კალენდარი, მთელი ამ დროის განმავლობაში არაერთხელ დავწერეთ რომ გარი ონილის შეგირდები, ისეთი ცუდებიც არ არიან როგორც ეს ცხრილიდან მოსჩანს.
ლარსენმა (£5.5) და კუნიამ (£6.5) ეს მრისხანე მეტოქეებთან უკვე დაამტკიცეს ახლა კი დროა ცალკეული გამონათებები სტაბილურ ფენტეზის ქულებში გადაითარგმნოს.
თუ ტრანსფერს შემდეგ ტურში გააკეთებ, მგლებს უკანასკნელი რთული მატჩიც მოელეული ექნებათ, ამ ტურში კი ზემოთ შექებული დუო, ასევე სანაქებო ვან ჰეკესა და დანკის წყვილს დაუპირისპირდება.
თუ ტრანსფერის გაკეთებას მიმდინარე ტურში აპირებ, მაშინ ლარსენსა და კუნიას შორის, ამ უკანასკნელს გირჩევ. კუნია ბევრად უფრო მრავალხრივი ფეხბურთელია, თერთმეტმეტრიანებსაც სავარაუდოდ ის შეასრულებს. ამ ეტაპზე ორივეს 3-3 გოლი დაუგროვდა, თუმცა ლარსენმა ასევე ასისტის გაკეთებაც მოასწრო
არ გამოგრჩეს რეკომენდაცია რაულ ხიმენესისა (£5.7) და ფაკუნდო ბუანანოტეს შესახებ. მექსიკელი წლებია ასეთ ფორმაში არ ყოფილა, არგენტინელს კი ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ასევე ყურადღებით ადევნე თვალი გარნაჩოსაც.
შესაძლოა დომინიკმა ძალიან გატკინათ გული მე-8 ტურში, თუმცა ერთი ტურით გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. სოლანკის გაყიდვაზე ტრანაფერის დახარჯვა არ გირჩევ, სასურველია იფსვიჩის მატჩამდე მაინც შეინარჩუნო. მანამდე კი იმედია დომი ჩვენს მოლოდინებს გამოეხმაურება.
წარმატებებს გისურვებ
როგორ გავწევრიანდე LaGazzetta-ს ლიგაში?
ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე















