პლატინი: "ფეხბურთი უფრო სანახაობრივი გახდება თუ გუნდში 11-ის ნაცვლად 10 კაცი იქნება"

"ფეხბურთი უფრო სანახაობრივი გახდება, თუ გუნდში 11-ის ნაცვლად 10 კაცი იქნება. 1900-იან წლებშიც ერთ გუნდში 11 ფეხბურთელი იყო, თუმცა, მაშინ უფრო ნაკლებს დარბოდნენ და ფიზიკურად შედარებით სუსტები იყვნენ."
"დღეს კი სივრცეები რომ იპოვო, უფრო მეტი სირბილი და პასები გჭირდება, რაც შემტევი ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას ამცირებს. ჩემი თაობის გულშემატკივრები კი სწორედ შემტევ ფეხბურთს არიან მიჩვეულები და დიდად არ მოსწონთ დღევანდელი სიტუაცია" — მიშელ პლატინი.
შეგახსენებთ, რომ მიშელ პლატინიმ საფეხბურთო კარიერა 1972 წელს დაიწყო და 1987 წელს დაასრულა. მას ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, ოქროს ბურთი, 3-ჯერ აქვს მოგებული.







