ამ დღეს, 20 წლის წინ, გაიმართა საკონტინენტთაშორისო თასის უკანასკნელი გათამაშება, რომელშიც პორტუმ ონსე კალდასი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ლიბერტადორესის თასის ტრიუმფატორები ხვდებოდნენ. ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები არიან მილანი, რეალ მადრიდი, პენიაროლი, ბოკა ხუნიორსი და ნასიონალი.
თითოეული მათგანი ჩემპიონი სამჯერ გახდა. რაც შეეხება გამორჩეულ ფეხბურთელებს, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ედსონ არანტეს დო ნასიმენტო, იგივე პელე, რომელიც 7 გატანილი ბურთით ტურნირის საუკეთესო გოლეადორია. ლეგენდარულმა ფლეიმეიქერმა სანტოსის შემადგენლობაში საკონტინენტთაშორისო თასი 2-ჯერ მოიგო.
1962 წელს, ვილა ბელმიროელებმა დაამარცხეს ლისაბონის ბენფიკა, ერთი წლის შემდეგ კი - "როსონერიც". რაც შეეხება ბრაზილიელი შემტევის პერფომანსს, "არწივების" წინააღმდეგ 2 მატჩის ჯამში მან 5 ბურთი გაიტანა. სან-პაულუელებმა პირველი თამაში ანგარიშით 3:2 მოიგეს, საპასუხო კი 5:2. ლეგენდარულმა ფლეიმეიქერმა ერთ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
"ალვინეგროს" ლიდერი ერთადერთია, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასზე ერთ შეხვედრაში სამი გოლის გატანა შეძლო. მივადექით "შავ-წითლებთან" დაპირისპირებას, რომელიც 3 მატჩს გაგრძელდა. პირველი თამაში მოიგეს "ეშმაკებმა", ანგარიშით 4:2, საპასუხო მატჩშიც დაფიქსირდა იმავე ანგარიში, მაგრამ უკვე ლულა პერესის გუნდის სასარგებლოდ.
დაინიშნა მესამე შეხვედრა და გამარჯვებული ისევ სანტოსი გამოვიდა. ლეგენდარულმა შემტევმა მონაწილეობა მიიღო მხოლოდ პირველ თამაშში, რომელშიც 2 ბურთი გაიტანა. როგორც ვხედავთ, "ალვინეგროს" 10-იანს ამ ტურნირზე არ უთამაშია 1963 წლის შემდეგ, მაგრამ მისი რეკორდის მოხსნა ათწლეულების შემდეგაც ვერ მოხერხდა.
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშს ლივერპულში აქტიურად ეხმაურებიან. ჩრდ.ირლანდიასთან გამართულ მატჩში, რომელიც უგოლოდ დასრულდა, გმირი სწორედ მამარდა გახდა, რომელმაც პენალტის გარდა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია. ლივერპულის ოფიციალური საიტი და სხვა…
ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდ.ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა. "ძალიან რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა გვაქვს, არავისთვის არ არის მარტივი ის ფაქტი, რომ ოთხ თამ…
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მატჩი ჩაატარა, ჩრდ.ირლანდიას სტუმრად დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც ნაკრები გაშვებულ გოლს არაერთხელ გადაარჩინა, პენალტიც მოიგერია და 9.4 შეფასება მიიღო. ჩვენი…
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდ.ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, უგოლოდ დასრულდა. პირველ ნახევარში მასპინძლები კარგად თამაშობდნენ და ყველა ორთაბრძოლას იგებდნენ, რითიც ჩვენებს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. მეორე ნახევარში სცენარი შეიცვალა დ…
დადასტურებულად — ალექსის სალმაკერსის ტრავმა იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ბელგიელ ფეხბურთელს უახლოეს საათებში კოჭზე ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც 27 წლის ნახევარმცველი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს. პირველადი ინფორმაციით, სალმაკერსი მიმდინ…
დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრები ჩრდ.ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტშია, სადაც მატჩის წინა ვარჯიში უკვე გამართა და მზადაა ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის. "ჯორჟ ბესტი აღარ არის საუკეთესო ფეხ…
ფრანკ რიბერიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა 2013 წელი და აღნიშნა, რომ ოქროს ბურთის მფლობელი უნდა გამხდარიყო ის და არა კრიშტიანუ რონალდუ. შეგახსენებთ, ფრანგმა ექს-ვინგერმა იმ სეზონში მიუნხენის ბაიერნთან ერთად ტრიპლეტი მოიგო. "2013 ჩემს კარიერაში ოქროს წელი იყო. საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი…