სეზონის დასრულების შემდეგ, გამოვლინდება ოქროს ბუცის მფლობელი ფეხბურთელი. პირველ ადგილზე ამ დროისთვის არის ლივერპული ლიდერი, მოჰამედ სალაჰი, რომელსაც 29 მატჩში გატანილი 27 ბურთით, 54 ქულა აქვს. შემდეგ მოდის ბარსას ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი: 28 მატჩი, 25 ბურთი, 50 ქულა.
სამეულს ხურავს ლისაბონის სპორტინგის ლიდერი, ვიქტორ გიოკერეში - 26 შეხვედრა, 30 გოლი, 45 ქულა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემდეგ 44 ქულით მოდის ერთბაშად 3 მოთამაშე: ჰარი კეინი, კილიან მბაპე და მატეო რეტეგი.
1. მოჰამედ სალაჰი - 27 გოლი 29 მატჩში - 54 ქულა
2. რობერტ ლევანდოვსკი - 25 გოლი მატჩში - 50 ქულა
3. ვიქტორ გიოკერეში - 30 გოლი 26 მატჩში - 45 ქულა
4. ჰარი კეინი - 22 გოლი 25 მატჩში - 44 ქულა
5. კილიან მბაპე - 22 გოლი 27 მატჩში - 44 ქულა