კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლამინ იამალი ოქროს ბურთთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"ოქროს ბურთი უნდა მისცენ მას, ვინც მსოფლიოში საუკეთესოა და არა მას, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.
ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კუთვნილი თასი უკვე გადაეცა, ვინც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო უკვე მიიღო.
შესაბამისად, ოქროს ბურთის მფლობელი და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ისაა, ვინც თავისი თამაშით ხალხს სიამოვნებას ანიჭებს და სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავდება", - განაცხადა იამალმა.











