ოლი უოტკინსის ბირმინგემული ისტორია დასრულდა — გამოცდილი ინგლისელი ფეხბურთელი ასტონ ვილადან კარიერას ალ ჰილალში გააგრძელებს! 30 წლის ფორვარდს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ალ ჰილალი უოტკინსის სანაცვლოდ დაახლოებით €60 მილიონს გადაიხდის, თავად ინგლისელი კი საუდის არაბეთის კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.
უოტკინსი ასტონ ვილას ღირსებას 2020 წლიდან იცავდა. ინგლისელმა ფორვარდმა ამ დროში 278 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 108 გოლი და 47 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.















