ახლა უკვე ოფიციალურად, ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის ფეხბურთელია. საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონმა, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი, სულ რამდენიმე წუთის წინ გააოფიციალურა. მხარეებს შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. ბორდომ დავითაშვილის ტრანსფერის სანაცვლოდ €6 მილიონამდე მიიღო.
ზურიკომ ბორდოს რიგებში 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები.
23 წლის ქართველს ლიგა 2-ში დარჩენა არ სურდა, ლიგა 1-ში დაწინაურებული სენტ-ეტიენი კი კარიერის გასაგრძელებლად საუკეთესო ვარიანტი იყო.
სენტ-ეტიენმა ქართველი ფეხბურთელი ასე წარადგინა: