ოფიციალურად — მო სალაჰმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა! ეგვიპტელი სუპერვარსკვლავის მერსისაიდული ისტორია გრძელდება. 32 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა.
მხარეები ახალ კონტრაქტზე დაახლოებით ერთი წელი მუშაობდნენ, საბოლოო შეთანხმებას კი სულ რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გადაწყვეტილების შემდეგ, კლუბმა ყველა ძალისხმევა გაიღო ეგვიპტელი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად.
ახალ კონტრაქტს გააფორმებს ვირჯილ ვან დაიკიც. როგორც მო სალაჰი, ნიდერლანდელი კაპიტანიც კლუბთან ხელშეკრულებას 2-წლით გაახანგრძლივებს.