კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერის დასრულება ოფიციალიურად დაადასტურა. ლეგენდარული თავდამსხმელი ეროვნული გუნდის ღირსებას 2003-დან იცავდა. პორტუგალიელი ფორვარდის ანგარიშზე "ლუზიტანთა" შემადგენლობაში 234 შეხვედრაში 146 ბურთია, რითაც ის საერთაშორისო ასპარეზზე ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ალ ნასრის ამჟამინდელი კაპიტანი პირენეელებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონატისა და ორჯერ ერთა ლიგის ტრიუმფატორი. პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლეგენდარულმა მე-7 ნომერმა წასვლა სოციალურ ქსელში ვიდეოთი დააანონსა.
OFICIAL: CRISTIANO RONALDO RETIRA-SE DA SELEÇÃO NACIONAL https://t.co/DJX2iDr2Db
— B24 (@B24PT) November 5, 2026











