ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი 19-წლამდე გუნდი კოპენჰაგენს დაუპირისპირდა.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა თბილისელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
განმეორებით მატჩში კოპენჰაგენმა შეძლო და სამი ბურთი გაიტანა, რის შედეგადაც საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
პენალტების სერიაში დინამო თბილისმა 5:4 გაიმარჯვა და შესარჩევი ციკლის ბოლო ეტაპზე გავიდა, სადაც მეტოქე ფიორენტინა იქნება.











