პარიზელებმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ €70 მილიონი გადაიხადეს. ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ხელფასი ახალ კლუბში დაახლოებით €7-8 მილიონი იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის რიგებში ჯამში 107 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ქართველმა "პარტენოპეისთან" ერთად სკუდეტოს მოგებაც მოახერხა.
















