საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსულ კლუბ, არის ლიმასოლში გააგრძელებს. ტრანსფერი სულ რამდენიმე საათის წინ გაოფიციალურდა. როგორც არის ლიმასოლის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაია ბოლოს აპოელში თამაშობდა, 1 ივლისს კი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. როგორც ჩანს, 30 წლის ფორვარდს კვიპროსის დატოვება არ სურდა და კიდევ ერთ ადგილობრივ კლუბში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება.
ქვილითაიამ აპოელის რიგებში 96 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 33 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემაც შეასრულა.