რამდენიმეკვირიანი საგა დასრულდა! ოფიციალურად, გიორგი მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია. ლიგა 1-ის ბინადარმა, 23 წლის ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ, €18.5 მილიონი გადაიხადა, მხარეებმა კი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. მიქაუტაძე ლიონში დაბრუნდა!
სულ რაღაც 5 დღის წინ, მიქაუტაძე ცალი ფეხით მონაკოში იყო, თუმცა ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. ამის შემდეგ საქმეში, გიორგისთვის ძალიან ნაცნობი გუნდი, ლიონი ჩაერთო — მხარეებმა პირადი კონტრაქტი მალევე შეათანხმეს, მეცთან გარიგებას კი რამდენიმე დღე დასჭირდა. ლიონი მეცს იმაზე ნაკლებს გადაუხდის, ვიდრე მონაკო იხდიდა (€20 მილიონს), თუმცა მხარეებმა საბონუსე სისტემაზეც მოახერხეს შეთანხმება. საბოლოო ჯამში, მეცმა გიორგის საქმე არ გაურთულა და ლიონში ტრანსფერიც დაიხურა.
ლიგა 1-ში უკვე ორი ქართველი გვეყოლება — ზურიკო დავითაშილი სენტ-ეტიენში და გიორგი მიქაუტაძე ლიონში... ამ ორ გუნდს შორის კი დერბი Derby Rhône-Alpes იმართება, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდ დაპირისპირებად არის ცნობილი.
ლიონმა ქართველი ფეხბურთელი ასე წარადგინა: