სერია ა-ს 30-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ნაპოლისა და მილანის დაპირისპირება იხილა. "პარტენოპეიმ" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა, რასაც ლოგიკური დასასრულიც მოჰყვა. ნაპოლიმ მეტოქე საკმაოდ მარტივად დაამარცხა და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ნაპოლიმ 64 ქულა მოაგროვა და ლიდერ ინტერთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება სერჟიუ კონსეისაუს გუნდს, "როსონერის" პრობლემები გრძელდება. მილანი 30 ტურის შემდეგ, 47 ქულით, მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
ნაპოლი 2-1 მილანი
გოლები: 1-0 მატეო პოლიტანო 2', 2-0 რომელუ ლუკაკუ 19'. 2-1 ლუკა იოვიჩი 84'.