სერია ა-ს 31-ე ტურის უკანასკნელ შეხვედრაში ნაპოლიმ სტუმრად ბოლონიასთან ითამაშე ფრე, 1:1. შეგახსენებთ, რომ შაბათს ქულები დაკარგა იტალიის ჩემპიონატის ამჟამინდელმა ლიდერმაც, მილანის ინტერმა, რომელმაც პარმასთან ასევე ფრე ითამაშა. "პარტენოპეის" ჰქონდა ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
სხვაობა "ნერაძურისა" და "ლურჯებს" შორის კვლავ სამი ქულა დარჩა - 68:65. რაც შეეხება "როსობლუს" - 57 ქულა და მეოთხე ადგილი. შეგახსენებთ იმასაც, რომ "აძურის" შემდეგი მეტოქე საბა გოგლიჩიძის ემპოლი იქნება.
ბოლონია 1:1 ნაპოლი
გოლები: 0:1 ზამბო ანგისა 18', 1:1 დან ნდოიე 64'.