სერია ა-ს 29-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი ნაპოლი ესტუმრა მე-19 ადგილოსან ვენეციას, რომელთანაც უგოლო ფრე ითამაშა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტუმრებმა კარში დაარტყეს 7-ჯერ, მაგრამ უშედეგოდ. ამის გარდა, შეგახსენებთ იმასაც, რომ "პარტენოპეიმ" ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
დღეს, ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ "ლურჯების" კონკურენტები, მილანის ინტერი და ბერგამოს ატალანტა. მოქმედი ჩემპიონის გამარჯვების შემთხვევაში, "აძურისთან" სხვაობა გაიზრდება 3 ქულამდე, "ლა დეას" კი ორივესთან ქულებით გათანაბრების შანსი აქვს.