ნაპოლის ძალიან მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. დე ლაურენტისის და მისი გუნდის რამდენიმეთვიანი მუშაობა, დასასრულს უახლოვდება. იტალიური პრესის ინფორმაციით, ანტონიო კონტე დიდი ალბათობით "პარტენოპეის" ჩაიბარებს!
2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, დე ლაურენტისი კონტესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ამ დრომდე შეთანხმებას ვერ ახერხებდა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნაპოლის პრეზიდენტმა, 54 წლის სპეციალისტს საკმაოდ სოლიდური კონტრაქტი შესთავაზა. საუბარია 2-წლიან ხელშეკრულებაზე და €8 მილიონიან ხელფასზე. კონტრაქტში ასევე იქნება ბონუსების პუნქტიც, რის მიხედვითაც, კონტეს წლიური ხელფასი შეიძლება €10 მილიონსაც კი გადასცდეს.
დე ლაურენტისის სიაში ჯან პიერო გასპერინი და სტეფანო პიოლი კვლავ რჩებიან, მაგრამ ნაპოლიში სჯერათ, რომ კონტესთან საბოლოო შეთანხმება უახლოეს საათებში შედგება.