ნაპოლი და ანტონიო კონტე კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ. "პარტენოპეის" და 54 წლის იტალიელ სპეციალისტს შორის, ფინანსურად საკმაოდ მსუყე ხელშეკრულება გაფორმდება. კონტე ნაპოლისთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, პლიუს ამას, მხარეებს კონტრაქტის კიდევ ერთ წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ. ჯამში საუბარია 3-წლიან თანამშრომლობაზე.
რაც შეეხება ფინანსურ დეტალებს: კონტე სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. კონტრაქტის მიხვედით, იტალიელის წლიური ხელფასი €7 მილიონამდე იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება და ჯამში €10 მილიონამდე გამოვა. ამ ყველაფერს სტაფის ხელფასიც ემატება, რასაც საბოლოო ჯამში, €60 მილიონიან გარიგებასთან მივყავართ.
ნაპოლის ისტორიას მსგავსი გარიგება არ ახსოვს. "პარტენოპეის" არც ერთ მწვრთნელთან არ გაუფორმებია მსგავსი კონტრაქტი.