ხვალ გაიმართება ინგლისის თასის 1/16 ფინალური მატჩი ლივერპულსა და ტოტენჰემს შორის.
მატჩის წინ, კომენტარი მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ გააკეთა და დაადასტურა, რომ ამ მატჩს ლივერპულის კარს მამარდაშვილი დაიცავს.
"იქნება თუ არა მეკარის ცვლილება? - დიახ, ალისონის ძალა უკვე ვიხილეთ, გიორგის ვაფასებთ და კარს ის დაიცავს. მამარდას ჯერ კიდევ იმ დროიდან ვუყურებ, როცა ესპანეთში თამაშობდა.
ლივერპულში გადმოსვლამდე, ვცდილობდი, რომ ბორნმუთში წაგვეყვანა. ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება', - განაცხადა ირაოლამ.
ლივერპულის მაისურით ბოლოს მამარდაშვილმა კომოს წინააღმდეგ, 16 აგვისტოს ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.













