პრემიერ ლიგის მე-5 ტურის დასკვნითი მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც ფულემმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა.
მაყურებლებმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, სადაც გუნდებმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს. საბოლოო ჯამში, ფულემმა და მანჩესტერ იუნაიტედმა ქულები გაიყვეს.
ფულემი 1-1 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1-0 ლისანდრო მარტინესი (ს.კ.) 63', 1-1 მატეუს კუნია 89'.











