პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში ტოტენჰემი საკუთარ კედლებში ასტონ ვილასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა. დედაქალაქური გუნდი კვლავ გამარჯვების გარეშეა, მაგრამ წინა 4 შეხვედრისგან განსხვავებით, ლონდონელებმა ოპონენტის კარის აღება შეძლეს. 3 წაგება და 2 ფრე, ასეთია "მამლების" მონაგარი.
ტოტენჰემი 2:3 ასტონ ვილა
გოლები: 0:1 იოჰან მანზამბი 45+4', 0:2 ნიკოლას ჯექსონი 67', 0:3 ემილიანო ბუენდია 79', 1:3 კონორ გალაგერი 86', 2:3 ჟან პოლ ვან ჰეკე 90+8.













