ინგლისის ეფლ ტროფეის გათამაშებაში ნიუკასლის 21-წლამდელთა გუნდი იორკის დაუპირისპირდა და სტუმრად 1:3 გაიმარჯვა.
ნიუკასლმა გოლი მალევე გაუშვა, თუმცა თამაშში დაბრუნდა, წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, გაიმარჯვა კიდეც.
ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი ნიუკასლის ახალგაზრდა შემტევმა ვახტანგ სალიამაც შეიტანა, რომელმაც გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.
ნიუკასლის ახალგაზრდულ გუნდში სალიას ანგარიშზე უკვე 3 გატანილი გოლია.











