იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში გამართული შეხვედრა ჯენოასა და ფროსინონეს შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში სტუმრები დაწინაურდნენ, მე-14 წუთზე თავი ფროსინონეს ქართველმა შემტევმა გიორგი კვერნაძემ გამოიჩინა, პირველი ტაიმის მიწურულს ჯენოამ პენალტი გააფუჭა.
სამაგიეროდ, მათ მეორე ტაიმის სტარტზე გაიტანეს, ანგარიში გაათანაბრეს და შინ არ წააგეს - 1:1.
აღსანიშნავია, რომ გიორგი კვერნაძისთვის ეს ზედიზედ მეორე გოლი იყო. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. ფროსინონე კი 7 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.











