სერია ა-ს მეოთხე ტურში მილანი ესტუმრა რომის ლაციოს, რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 2:2. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს "როსონერი" აგებდა 0:2-ს, მაგრამ უკვე მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსულმა დიეგო მორეირამ დუბლით თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
"დიავოლომ" ითამაშა მეორე ფრე ტურინის იუვენტუსთან 1:1-ის შემდეგ, "არწივებმა" კი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგეს. ჯენარო გატუზოს შეგირდები 10 ქულით ღზევდებიან 1-ელ პოზიციაზე, მაგრამ მათ მთავარ კონკურენტებს, მილანის ინტერსა და მეზობელ რომას თავისი თამაშები ჯერ არ ჩაუტარებიათ.
ლაციო 2:2 მილანი
გოლები: 1:0 მატეო კანჩელიერი 10', 2:0 ტიჯანი ნოსლინი 39', 2:1, 2:2 დიეგო მორეირა 65', 67'.











