ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ არსენალს დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, LaGazzetta.ge ვეტერან ქართველ ფეხბურთელს აჩი არველაძეს გაესაუბრა. არველაძემ კვარას ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა.
"ახალი წლის შემდეგ, ყველა საუბრობს, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა და 99%-ით, ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდება.
რაც შეეხება ოქროს ბურთს, სამწუხაროდ, კვარას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არ უწევს და მისი კონკურენტები ესპანელები, ფრანგები, ინგლისელები იქნებიან, მაგალითად, ჰარი კეინი
თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კვარაცხელიას პრეტენზია ნამდვილად ექნება, რომ ოქროს ბურთი მოიგოს. სამეულში ყველა ვარიანტში არის", - განაცხადა არველაძემ ჩვენთან საუბარში.






![[VIDEO] მუნდიალის მსაჯი, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს — ომარ არტანს სამშობლოში ასობით ადამიანი დახვდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FAxrXYmlf5keGOSZsJDveCXphHXEJz8CV.png&w=3840&q=75)





