ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მილანის ინტერმა სტუმრად მიუნხენის ბაიერნი 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იტალიურმა კლუბმა "რეკორდმაისტერს" გასვლაზე 5-დან უკვე მე-3 შეხვედრა მოუგო. "ნერაძურიმ" პირველად უეფას თასის 1988/89 წლების სეზონის 1/8 ფინალში (0:2) იმარჯვა.
შემდეგ კი უკვე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში (2:3), 2010/2011 წლების სეზონში. "გველების" მესამე გამარჯვება ვიხილეთ დღეს, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, ამჯერად 1/4 ფინალში. რაც შეეხება დანარჩენ ორ შეხვედრას, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2006/07 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირდა ფრე, 1:1.
2022/2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე კი ერთხელ ბავარიელებმაც იმარჯვეს. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული გუნდების ურთიერთმატჩების ზოგად ისტორიაში უპირატესობა აქვთ ალიანც არენას ბინადრებს: 5 მოგება ინტერის 4 მოგების წინააღმდეგ. როგორც აღვნიშნეთ, 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - მილანურ გუნდს ბაიერნი საკუთარ კედლებში არასდროს დაუმარცხებია. იტალიელების მეოთხე გამარჯვება ვიხილეთ მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 2010 წელს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ "ნერაძური" ნავსის გატეხვას ეცდება 16 აპრილს, საპასუხო შეხვედრაში.