ფრანგული და თურქული მედია გიორგი მიქაუტაძეზე საუბარს არ წყვეტს. 24 წლის ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე გალათასარაი მუშაობას აგრძელებს — თურქებმა პირველი შეთავაზება უკვე გააკეთს, კერძოდ €17 მილიონი, თუმცა ლიონს მიქაუტაძის სანაცვლოდ უფრო მეტის მიღება სურს. დიდი ალბათობით სტამბოლელები ახალ, გაუმჯობესებულ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ.
ამასობაში, FootMercato საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, გიორგი მიქაუტაძით კიდევ ორი კლუბი ინტერესდება, კერძოდ გერმანული ლევერკუზენი და ინგლიუსური ევერტონი. ორივე კლუბი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და პოტენციური გარიგების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
ლიონს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული. იმის მიუხედავად, რომ მიქაუტაძეს ლიონის დატოვება არ სურს, დიდი შანსია კლუბმა მას წასვლა აიძულოს. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რაღაც 6 დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში გიორგი მიქაუტაძის თაობაზე უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.