"როსონერიმ" ახალი სტადიონის პროექტზე ფუნდამენტური ნაბიჯი გადადგა. კლუბმა ახალი სტადიონის მშენებლობისთვის სან დონატოში, სან ფრანჩესკოს მხარეში, მიწის ნაკვეთი შეიძინა. სწორედ ეს ადგილმდებარეობა შეირჩა ახალი არენისთვის, რომლის გახსნა 2028 წელს არის დაგეგმილი. მხარეებს შორის ყველა კონტრაქტი გუშინ, 8 თებერვალს, გაფორმდა. მიწის ნაკვეთი კომპანია SportLifeCity-მ შეიძინა, რომელიც მილანის საკუთრებაში წინა წლის ზაფხულში გადავიდა. ლომბარდიულ კლუბს მიწის შეძენა, დაახლოებით, 40 მილიონი ევრო დაუჯდა.
ეს თანხა RedBird-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯერი კარდინალემ გამოყო, რომელიც პროექტის საწყის ხარჯებს, მიწის უფლებების შეძენას, სხვა ბიუროკრატიულ ასპექტებსა და ურბანულ დაგეგმარებას სრულიად დაფარავს.
იანვარში სან დონატოს მუნიციპალიტეტის საბჭომ დაამტკიცა მილანის მიერ წარდგენილი გეგმა, რომელიც ითვალისწინდება 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის, სასტუმროს, რესტორნების, მაღაზიებისა და მუზეუმის აშენებას.
მშენებლობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ საჭიროა შემდგომი ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება, მათ შორის კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან და დისკუსიები ინფრასტრუქტურულ თემებზე სან დონატოს საბჭოსთან.
როსონერის გეგმით, ახალი სტადიონი 2028/29 სეზონისთვის მზად იქნება.