დადასტურებულად — მილანი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ემპოლის ფეხბურთელის საბა გოგლიჩიძის დამატებას ცდილობს! "როსონერი" 20 წლის ცენტრალური მცველის ყიდვას იანვარშივე გეგმავს.
იტალიური გრანდი დიდი კონკურენციის ფონზე, ქართველი ფეხბურთელის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება. ასევე განიხილება გოგლიჩიძის ყიდვა და 6-თვიანი იჯარით ემპოლიში დატოვებაც. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ემპოლი საბას დაახლოებით €10-15 მილიონად აფასებს.
უახლოეს დღეებში საბა გოგლიჩიძის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა რაც მთავარია მილანის ინტერესი რეალური და დადასტურებულია!