რომას ყოფილმა მცველმა, ვენსან კანდელამ მილანში პაულო ფონსეკას მოსალოდნელი დანიშნვის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი მიიჩნევს, რომ სტეფანო პიოლის შემცვლელი არ შეესაბამება "როსონერის" სტანდარტებს და ეს გუნდი იმსახურებს უფრო მაღალი დონის სპეციალისტს, მაგალითად, ანტონიო კონტეს. აქვე დავამატებთ, იტალიელი ტაქტიკოსი ნაპოლიში მუშაობას დათანხმდა.
"ფონსეკას მილანში გაუჭირდება. მის მიერ გაწვრთნილი რომა არ მომწონდა, რადგან ის ძალიან ბევრ გადანაცვლებას აკეთებდა. იყო მუდმივი როტაცია, რაც "ჯალორისის" არაფერში გამოადგა. დიახ, პაულოს აქვს გამოცდილება, მაგრამ "როსონერიში" მუშაობა მოითხოვს უდიდეს პასუხისმგებლობასა და ახალ იდეებს.
პორტუგალიელ მწვრთნელს პატივს ვცემ, თუმცა ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, "შავ-წითლები" მასზე უფრო მაღალი დონის სპეციალისტს იმსახურებენ, მაგალითად - კონტეს. არსებობენ დამრიგებლები, რომლებსაც შეუძლიათ ტოპ კლუბში მუშაობა, არსებობენ ისეთები, რომლებსაც ეს არ გამოუვათ", - განაცხადა ფრანგმა ყოფილმა უკანახაზელმა.