ჯოშ ჰოკიტმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. სკანდალურმა სპორტსმენმა მოითხოვა ტომ ასპინალისთვის UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ქამრის ჩამორთმევა, ასევე ალექს პერეირასა და სირილ განთან ჩხუბის ჩანიშნვა. ამერიკელმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილიც ახსენა.
"ასპინალი თაღლითია - წაართვით მას ჩემპიონობა ან საერთოდაც UFC-დან გააგდეთ. მომეცით განთან სატიტულო ბრძოლა 2026 წელს და ამის შემდეგ, 2027-ში ქამრის დაცვის რაოდენობით დვალიშვილის მიღწევასაც გადავფარავ. პერეირა? ჯერ სირილს მოვუგებ, შემდეგ კი მასაც აუცილებლად მივხედავ.
არ მინდა ალექსის დამცირება ასე მალე, რადგან ფრანგ ჩემპიონთან მარცხიდან არც ისე დიდი დრო გავიდა. თუ ჩვენი ბრძოლა მაინც უნდა შედგეს, მოდით ეს BMF-ის ქამარზე იყოს. "პოატანის" მწვრთნელებს ჰგონიათ რომ ის მომიგებს, მაგრამ მოხდება საპირისპირო, მას მოვკლავ", - განაცხადა კალიფორნიელმა მებრძოლმა.
















