კატალონიის ბარსელონას მთავარი ლიდერი ლამინ იამალი ოქროს ბურთთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"ჩემი აზრით, მე და მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ვართ, თუმცა რაც წელს მოვიგე, იმის მიხედვით, ოქროს ბურთი მე მეკუთვნის.
ისეთი მსოფლიო არ მქონდა, როგორსაც ვგეგმავდი, ტრავმებმაც დიდი გავლენა იქონია და ველოდები შემდეგ მსოფლიოს, რათა უკეთესი ვიყო.
სხვა ფეხბურთელს რომ ისე ეთამაშა, როგორც მე, ჩაითვლებოდა, რომ ბრწყინვალე მუნდიალი ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ იყო", - განაცხადა იამალმა.











