საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი La Gazzetta Georgia-სთანოქროს ბურთის ფავორიტებზე საუბრობს.
"ოქროს ბურთს კვარა იმსახურებს, რადგან ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში ყველაზე მაგარი ტურნირია და როცა ამ ტურნირზე საუკეთესო ხარ და ასეთი სტატისტიკა გაქვს, მნიშვნელოვანი გოლები გაგაქვს, ოქროს ბურთს იმსახურებ.
გასაგებია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშეთ, თუმცა ეს კვარას ბრალი არ არის, ასეთი სიტუაცია იყო.
დებელეს, მბაპეს, კეინს ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, მბაპემ ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ მთავარი ტიტულებია და ის, თუ როგორ თამაშობ კლუბში, რადგან ნაკრებში ჯამში მხოლოდ ერთი თვე გიწევს ყოფნა. დიდი იმედი მაქვს, კვარა ოქროს ბურთს მოიგებს", - განაცხადა მექვაბიშვილმა.












