პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში გაიმართება მანჩესტერული დერბი - იუნაიტედი სიტის მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან.
მანჩესტერ იუნაიტედი VS მანჩესტერ სიტი | 19:30
მანჩესტერ იუნაიტედმა სეზონი დაიწყო მძიმედ - ფრე ევერტონთან, გამარჯვება იფსვიჩთან და მარცხი ჰალთან. ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა "წითელმა ეშმაკებმა" "ვეფხვებთან" ინგლისის ჩემპიონატის ფარგლებში წააგეს. სიტიში საპირისპირო მდგომარეობაა: 3/3 მოგება, 100%-იანი შედეგი.
"ქალაქელებმა" დაამარცხეს კრისტალ პალასი, ბორნმუთი და ქოვენთრი, რის შედეგადაც არსენალთან ერთად, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციები დაიკავეს. "ემიუსა" და "ლურჯებს" შორის სხვაობა ამ მომენტისთვის 5 ქულაა...ვნახოთ, რა იქნება დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 189-ე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 76-ჯერ იმარჯვეს ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა, 60-ჯერ მანჩესტერ სიტის მოთამაშეებმა, 52 შეხვედრაც ფრედ დასრულდა. დერბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი არის უეინ რუნი, რომელმაც "ქალაქელთა" კარი 11-ჯერ აიღო.
კვირის მატჩის დღე
| ჰაიდენჰაიმი - კილი | 15:30 | ბუნდესლიგა 2 |
| ლეჩე - მონცა | 17:00 | სერია ა |
| ლევანტე - ბარსელონა | 18:15 | ლა ლიგა |
| შტურმი - ლასკი | 19:00 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| მანჩესტერ იუნაიტედი - მანჩესტერ სიტი | 19:30 | პრემიერ ლიგა |
| ელვერსბერგი - ბაიერნი | 19:30 | ბუნდესლიგა |
| ნაპოლი - ბოლონია | 20:00 | სერია ა |
| ხეტაფე - დეპორტივო | 20:30 | ლა ლიგა |
| ბრესტი - პსჟ | 22:45 | ლიგა 1 |
| სასუოლო - იუვენტუსი | 22:45 | სერია ა |
| სოსიედადი - ატლეტიკო | 23:00 | ლა ლიგა |











