ლა ლიგის მეშვიდე ტურში ბარსელონა სევილიას ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან.
სევილია VS ბარსელონა | 23:00
ბარსელონას ახალ სეზონში ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავს - შვიდიდან შვიდი გამარჯვება. ექვსი მოგება ლა ლიგაში, ერთიც კი ჩემპიონთა ლიგაზე. თანაც ეს ყველაფერი ისე, რომ კატალონიელები 4 ბურთზე ნაკლებს არ იტანენ. გამონაკლისია მხოლოდ პრიმერა დივიზიონის მე-2 ტურის შეხვედრა, რომელშიც "ბლაუგრანამ" ბილბაოს ატლეტიკს "მხოლოდ" 2:0 მოუგო.
რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, ოთხი გოლი კამპ ნოუს ბინადრებმა გაუტანეს ლევანტეს, ხუთი - ვალენსიას, ფეიენორდს, რაიო ვალეკანოსა და ელჩეს, რასინგმა საერთოდაც შვიდი მიიღო. ერთი სიტყვით, ჰანსი ფლიკის შეგირდები არიან ბრწყინვალე ფორმაში და სევილიასთან შეხვედრაშიც ფავორიტები იქნებიან.
ბევრისთვის გასაკვირად, სეზონი შესანიშნავად დაიწყო ანდალუსიურმა გუნდმაც, რომელმაც ექვს მატჩში ოთხჯერ იმარჯვა. ერთადერთი მარცხი ფიქსირდება პრიმერა დივიზიონის მე-3 ტურში მადრიდის ატლეტიკოსთან და იმის შემდეგ, "ბლანკიროხოსი" 3 შეხვედრის მანძილზე წაუგებელი რჩება.
როგორც ვიცით, რამონ სანჩეს-პისხუანზე გადავიდა გიორგი ქოჩორაშვილი, ვინც უკვე მოასწრო ოთხი მატჩის ჩატარება და "ღამურებთან" დაპირისპირებაში ასისტის გაფორმება. ქართველი შუახაზელის მოედანზე გამოჩენა მოსალოდნელია ბარსასთან შეხვედრაშიც, თანაც ძირითად შემადგენლობაში.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 205-ე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 119-ჯერ იმარჯვა კატალონიურმა გუნდმა, 46-ჯერ - სევილიამ, 39 შეხვედრაც ფრედ დასრულდა. უკანასკნელ 12 თამაშში "ბლაუგრანამ" ანდალუსიელებთან წააგო მხოლოდ 1-ხელ, სხვა შემთხვევებში 10 მოგება და ფრე.
შაბათის მატჩის დღე
| კილი - ოსნაბრუკი | 15:00 | ბუნდესლიგა 2 |
| ტოტენჰემი - ასტონ ვილა | 15:30 | პრემიერ ლიგა |
| ოსასუნა - რაიო ვალეკანო | 16:00 | ლა ლიგა |
| უდინეზე - კალიარი | 17:00 | სერია ა |
| ბრაიტონი - არსენალი | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| რომა - ინტერი | 20:00 | სერია ა |
| სელტა - რასინგი | 20:30 | ლა ლიგა |
| აიაქსი - ექსელსიორი | 22:00 | ერედივიზიონი |
| მეცი - სენტ ეტიენი | 22:00 | ლიგა 2 |
| სევილია - ბარსელონა | 23:00 | ლა ლიგა |
| კადისი - ჟირონა | 23:00 | ლა ლიგა 2 |
| სოლტ ლეიკი - ვანკუვერი | 05:30 | MLS |











