საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა 2-გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ზე ისაუბრა.
"პსჟ არის გუნდი, რომელიც ინიციატივას იჩენს და მეტოქეს მაღალი პრესინგით უტევს. მათ სურთ, ბურთი ჰქონდეთ და არა მის დევნაში გაატარონ დრო და ამ მიდგომას ვაფასებ, რადგან თავად შემტევი ნახევარმცველი ვიყავი და ბურთთან ხშირად ყოფნა მომწონდა.“
ზიდანმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის ნაკრებისთვის მხოლოდ ბურთის ფლობა საკმარისი არ არის. რეალის ყოფილ მწვრთნელს სურს, რომ მისმა გუნდმა ბურთი უფრო მიზანმიმართულად გამოიყენოს, განსაკუთრებით — მოედნის ბოლო მესამედში.
„ჩვენ არ გვსურს მხოლოდ უშედეგო ბურთის ფლობა; გვინდა, შევძლოთ ტემპის მომატება მოედნის ბოლო მესამედში. დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად მოვა." - განაცხადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს შინ ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.











