33 წლის მცველს მარიო რუის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე კლუბში წასვლა შეეძლო, თუმცა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ნაპოლიში დარჩენა არჩია.
გადაწყვეტილება უცნაური იმიტომაა, რომ რუი მიმდინარე სეზონში არც განაცხადში ხვდება და არც გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მისი ნეაპოლში დარჩენის მთავარი მიზეზი ოჯახი იყო. რუი უკვე მე-7 წელია ნეაპოლში ცხოვრობს და ოჯახისთვის ამ ქალაქში დარჩენა ამ ეტაპზე უმჯობესი იყო. პორტუგალიელ ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს.
არადა, მას შემოთავაზება ჰქონდა ფრანგული ნიცადან, ლილიდან, ესპანური ვალიადოლიდიდან და ბერძნული არისიდან.
ასევე, რუის შანსი ჰქონდა ბრაზილიაში წასულიყო და ამაზეც უარი თქვა. სან-პაულუ მას 2.5-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 5.6 მილიონ ევროს სთავაზობდა.