დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის ფინანსური წესების დარღვევასთან დაკავშირებული 115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი, დევიდ ორნშტეინი იტყობინება. მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ "ქალაქელები" დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
რა ბრალდებებზეა საუბარი - ფინანსური ანგარიშების ზუსტი სახით და დროულად არ წარდგენა (54 შემთხვევა); ფეხბურთელისთვისა და გუნდის დამრიგებელთათვის გადახდილი კომპენსაციის შესახებ ზუსტი ინფორმაციის არ წარდგენა (14); უეფას ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევა (5).
სხვა ბრალდებები - პრემიერლიგის მდგრადობის რეგულაციების დარღვევა (7); პრემიერლიგის მიერ წარმოდგენილ გამოძიებასთან არ თანამშრომლობა (35). ცნობისთვის, ინგლისური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ "ლურჯები" ფინანსური რეგულაციების 115 დარღვევაში 2023 წლის თებერვალში დაადანაშაულა.











